უკრაინელმა მესაზღვრეებმა წყალქვეშა სპირტსადენი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 25.09.2017
ნანახია: 1752

უკრაინელმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს წყალქვეშა მილსადენი, რომელიც მოლდოვადან ოდესის ოლქში სპირტის უკანონო გადაზიდვისთვის იყო აგებული. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მესაზღვრეების თქმით, მილსადენი კუჩურგანის წყალსაცავის ფსკერზე იყო განთავსებული.

მისი მეშვეობით ბოროტმოქმედები  გეგმავდნენ მოლდოვადან უკრაინაში სპირტის უკანონო გადატანას.

უწყების განცხადებით, მილსადენი დიდი ხნის წინ იყო გაყვანილი, თუმცა დანიშნულებისამებრ ჯერ არ გამოეყენებინათ.

სამართლადამცველებმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მილსადენი ნაწილის დემონტაჟი მოახდინეს. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე