თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების გემის კატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 11.11.2015
ნანახია: 1661

ეგეოსის ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფას 14 მიგრანტი ემსხვერპლა.

დაღუპლთა შორის შვიდი ბავშვია. თურქეთის სანაპირო დაცვის წევრებმა 27 ადამინის გადარჩენა შეძლეს.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან არალეგალების ცხედრები ამოიყვანეს. მიგრანტები საბერძნეთამდე მისვლას ცდილობდნენ. მათი ეროვნება ჯერჯერობით უცნობია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე