ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 25.09.2017
ნანახია: 1033

ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყის შემადგენლობიდან განგამოყოფის შესახებ დღეს რეფერენდუმი ტარდება. გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, ოფიციალური ბაღდადი და ანკარაც.რეფერენდუმს უარყოფითად აფასებს გაეროც. 

 ერაყის ქურთისტანის ლიდერს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც.

ერაყის ქურთისტანი ქურთთა ავტონომიური რაიონის არაოფიციალური სახელწოდებაა, რომელსაც ერაყის შემადგენლობაში ფართო ავტონომიური სტატუსი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე