აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 10:14 | 25.09.2017
ნანახია: 2661

ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ, კიდევ სამი სახელმწიფო დაემატა: ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და ჩადი.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო თანამშრომლობის გადახედვის შედეგად მიიღეს, უფრო ზუსტად კი ინფორმაციის, რომელსაც სხვა ქვეყნები ამერიკის სპეცსამსახურებს აწვდიან.

ახალი შეზღუდვები ძალაში 18 ოქტომბრიდან შევა.

 „ამერიკის უსაფრთხოება - ჩემი მთავარი პრიორიტეტია. ვერ შევუშვებთ ჩვენს ქვეყანაში მათ, ვისი გამოვლენაც არ შეგვიძლია საფუძვლიანი შემოწმებით უსაფრთხოების მაგალითზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში შესვლა კვლავინდებურად ეკრძალებათ ირანის, იემენის, ლიბიის, სირიისა და სომალის მოქალაქეებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე