უკრაინის ელჩს სელფის გადაღებისას ტელეფონი გასტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.09.2017
ნანახია: 1203

ინდოეთში უკრაინის ელჩს იგორ პოლიხის ტელეფონი იმ დროს მოპარეს, როდესაც ის სელფის იღებდა.
ინციდენტი დელიში ტურისტებისთვის პოპულარულ შუა საუკუნის ციხესიმაგრეში მოხდა.

ელჩს უცნობი პირი მიუახლოვდა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, შემდეგ კი გაიქცა.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე