სტამბოლში ორი ოპოზიციონერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:41 | 22.09.2017
ნანახია: 1131

ორი სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტი ორუბა ბაქარათი და მისი ქალიშვილი ჰალა სტამბოლში  საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს.  
გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ორუბა ბაქარათსა და ქალიშვილს ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული.

თურქული მედიის ცნობით, ორუბა ბაქარათი ცნობილია სტატიებით წამების შესახებ, რომლებსაც ოპოზიციონერები სირიის ციხეებში განიცდიდნენ.

ადრე ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. მისი ქალიშვილი გაზეთ Orient News-ში ჟურნალისტად მუშაობდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე