20 წლის მამაკაცს ცოლის დაწვისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 22.09.2017
ნანახია: 2262

ტალინის სასამართლომ 20 წლის სირიელი ლტოლვილი დამნაშავედ ცნო და ცოლის დაწვისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ქოვან მუჰამედმა ცოლს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგორც გაირკვა, მასზე ქმარი არაერთხელ ძალადობდა.

ინციდენტი 7 მარტს მოხდა. 22 წლის სირიელი ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობდა ურთულესი იყო. ტრაგედიის დროს სახლში ორი წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

დაზარალებული დღემდე საავადმყოფოში იმყოფება. ბავშვი სპეციალისტებს გადაეცათ. ოჯახი ესტონეთში გასული წლის ივნისში საბერძენთიდან ლტოლვილების მიღების ევროპის პროგრამის ფარგლებში ჩაიყვანეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე