„შენ ტერორისტი ხარ, გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!“ - ნიუ-იორკში ერდოღანის გამოსვლა გააპროტესტეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:37 | 22.09.2017
ნანახია: 3893

ხუთი პირი, რომლებმაც ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს სიტყვით გამოსვლა გააწყვეტინეს, დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი წერს.

ერდოღანი სასტუმრო Marriott Marquis-ში თურქეთ-ამერიკის ეროვნული კომიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ერთ-ერთმა დამსწრემ დაიყვირა: „შენ ტერორისტი ხარ. გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!“ ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა, რომელიც კამერებმა აღბეჭდეს.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ მათ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დარბაზიდან გაყვანის დროს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის მეგან ბოდეტის თქმით, მათ სურდათ ყურადღება გაემახვილებინათ „თურქეთის სახელმწიფოს სამხედრო დანაშაულზე და ქურთი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვვეზე თურქეთსა და სირიაში“.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ დაშავებულა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე