ქარიშხალ „მარიას“ კუნძულ დომენიკზე 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 22.09.2017
ნანახია: 1299

სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა კარიბის ზღვაში დომინიკის კუნძულზე ქარიშხალ „მარიას“. ამის გარდა  უგზო-უკვლოდ დაკარგულად 20 ადამიანი მიიჩნევა.

დომინიკის პრემიერ-მინისტრის რუზველტ სკერიტის თქმით, ქარიშხალმა კუნძულზე ასობით სახლი დაანგრია.

დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სკოლები, გაწყვეტილია ტელეკომუნიკაცია, ელეტქროენერგიის გარეშეა დარჩენილი საავადმყოფოები.

პრემიერის თქმით, კუნძულს სჭირდება ნებისმიერი დახმარება, რომელსაც მსოფლიო შესთავაზებს.

ქარიშხალს საფრთხის მეოთხე კატეგორია მიენიჭა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე