სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა 177 600 ლარის პრემია-დანამატი აიღეს
საქართველო, თბილისი - 13:17 | 11.11.2015 ნანახია: 2937
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პრემიებს არ იღებს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის მოადგილეებზე. ოთარ დანელიას ხუთივე მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, ლევან დავითაშვილი, პრემიებს იღებენ.
სანამ თითოეული მოადგილის თანმდებობრივ სარგოს, დანამატს და პრემიების ოდენობაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე გადავხედოთ, რა წერია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №449 დადგენილებაში, რომელიც 2014 წლის 15 ივლისისაა მიღებული.
„პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობის წესი: 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
- ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრის თანხმობის საფუძველზე“, – წერია მთავრობის დადგენილებაში.
როგორც ვხედავთ, პრემია კვარტალში ერთხელ და წელიწადში არაუმეტეს სამჯერ გაიცემა, თუ გამონაკლისებს არ დაუშვებენ უწყებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა რომ ამ უწყებაში გამონაკლისები არაერთხელ დაუშვეს და 10 თვის განმავლობაში (2015 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით) 5 თვეზე მინისტრის ხუთივე მოადგილეზე გასცეს პრემია. მთლიანობაში 39 904 ლარის ოდენობით. რაც შეეხება დანამატს, მას მინისტრის მოადგილეები ყოველ თვესი იღებენ. 10 თვის მანძილზე მათმა დანამატმა ერთად შედგინა 137 695 ლარი. სულ პრემია-დანამატითურთ აიღეს 177 599 ლარი.
„აიპრესი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, 2015 წელს ოთარ დანელიას მოადგილეების შრომითი ანაზღაურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
სოფლის მეურნეობის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე როგორც თანამდებობრივი სარგოს ასევე დანამატის სახით ყოველ თვე იღებს ანაზღაურებას 2 950-2 950 ლარის ოდენობით. ანუ თვეში იგი ყოველთვის იღებს 5 900 ლარს. ამასთან ერთად მან მარტში აიღო პრემია 2 950 ლარის ოდენობით, აპრილში 1475 ლარი, ივლისში 1770 ლარი, სექტემბერში 1770 ლარი და ოქტომბერში 1475 ლარი. ანუ 5 თვის მანძილზე მისმა აღებულმა პრემიამ შეადგინა 9 440 ლარი. გამოდის, 10 თვეში ნოდარ კერესელიძის თანამდებობრივი სარგო და დანამატი ერთად იყო 59 000 ლარი (აქედან დანამატი 29 500), ხოლო 5 თვეში აღებული პრემია 9 440 ლარი. მთლიანად, 10 თვის განმავლობაში, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, მინისტრის პირველმა მოადგილემ 68 440 ლარი აიღო. უფრო მეტი ვიდრე თავად მინისტრმა ოთარ დანელიამ (მინისტრმა იგივე საანგარიშო პერიოდში ანაზღაურების სახით 62 500 ლარი აიღო).
მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს თანამდებობრივი სარგო აქვს თვეში 2 720 და ამდენივე დანამატი. მანაც ნოდარ კერესელიძის მსგავსად 5 თვეში – მარტში, აპრილში, ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში აიღო პრემიები, სულ 7 616 ლარი. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს და დანამატს, 10 თვის განმავლობაში იური ნოზაძემ აიღო 54 400 (აქედან დანამატი იყო 27 200 ლარი), ამას დამატებული 5 თვის პრემია – 7 616 ლარი. ანუ 2015 წელს იური ნოზაძემ, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, მოადგილის პოსტზე მუშაობისას 62 016 ლარი აიღო.
მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილმა 10 თვის მანძილზე, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, აიღო თანამდებობრივი სარგო და დანამატი (26 595 ლარი) ერთად 53 190 ლარი, ხოლო 5 თვის მანძილზე მის მიერ აღებულმა პრემიამ შეადგინა 7 616 ლარი. 2015 წელს 10 თვის განმავლობაში სულ მისმა სახელფასო ანაზღაურებამ 60 350 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილს, მას თანამდებობრივი სარგო აქვს 2 720 ლარი, დანამატიც ამდენივე. 10 თვის განმავლობაში აიღო 54 400 ლარი (აქედან დანამატი 27200 ლარი), ამას დამატებული 5 თვის პრემია 7 616 ლარი. მთლიანობაში, 2015 წელს 10 თვეში მისმა სახელფასო ანაზღაურებამ 62 016 ლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილსაც 10 თვის მანძილზე აღებული აქვს თანამდებობრივი სარგო და დანამატი 2 720-2 720 ლარის ოდენობით, სულ 54 400 ლარი ( 27 200 ლარი), ასევე 5 თვის განმავლობაში პრემია 7 616 ლარი. მთლიანად მისმა სახელფასო ანაზღაურებამ, 2015 წელს იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 62 016 ლარი შეადგინა.
ოთარ დანელიას მოადგილეების პრემიებზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 39 904 ლარი 5 თვის განმავლობაში. 10 თვეში აღებულმა დანამატებმა მთლიანად 137 695 ლარი. ანუ პრემია-დანამატითურთ აიღეს 177 599 ლარი. სულ სოფლის მეურნეობის მინისტრის 5 მოადგილის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს 10 თვეში დაუჯდა თავისი პრემია-დანამატ-თანამდებობრივი სარგოთი 314 838 ლარი.
წყარო: mpress
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















