ბარაკ ობამა ლგბტ-ჟურნალის Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 11.11.2015
ნანახია: 1602

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლგბტ-ჟურნალის Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა. Out Magazine-ის რედაქციაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას იცავს და მიესალმება ობამას განცხადებას, რომელიც მან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო. მაშინ ობამამ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ისთვის დიდი გამარჯვება იყო. 
BBC-ის ცნობით, ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე