ტაჯიკეთში სამგლოვიარო ცერემონიის დროს იკრძალება თავზე მიწის დაყრა, სახის ჩამოკაწვრა და თმების დაგლეჯვა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 19.09.2017
ნანახია: 1525

ტაჯიკეთში ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოიცა „სამგლოვიარო ცერემონიების დროს მოქცევის წესები“.

გამოცემა განსაზღვრავს სამგლოვიარო ცერემონიების ჩატარებისა  და თანაგრძნობის გამოხატვის წესრიგს.

ქცევის ახალი წესები რელიგიის საქმეთა კომიტეტმა მოამზადა.

ინსტრუქციის თანახმად, გლოვის დროს ნებადართულია მხოლოდ დამამშვიდებელი ტირილი, თუმცა იკრძალება ხმამაღალი ქვითინი, თავზე მიწის დაყრა, თმების დაგლეჯვა, სახის ჩამოკაწვრა და სპეციალური მოტირალის გამოძახება.

გარდაცვლილის ნათესავებს გლოვა მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მამაკაცებისთვის აკრძალულია სამგლოვიარო ხალათის ტარება, მათ შეუძლიათ მხოლოდ პერანგზე ქამარი გაიკეთონ. ქალებმა გლოვის დროს თავზე უნდა მოიხვიონ დიდი ლურჯი თავსაფარი, ჩაიცვან განიერი კაბები და ლურჯი ფერის შარვალი.

გლოვის დროს შავი ტანსაცმლის ტარება აკრძალულია.

დაკრძალვის შემდეგ რეკომენდირებული არ არის გარდაცვლილის სახლში თანაგრნობის ნიშნად დიდხანს გაჩერება. დაკრძალვის ცერემონიამ საქონლის დახოცვისა და საჭმლის მომზადების გარეშე უნდა ჩაიარაოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე