მალე საუდის არაბეთში ავიადისპეტჩერებად ქალებიც იმუშავებენ

საქართველო, თბილისი - 17:31 | 18.09.2017
ნანახია: 1079

საუდის არაბეთში ქალებმა სამეფოს არსებობის ისტორიაში შესაძლოა, ავიადისპეტჩერების თანამდებობები დაიკავონ.

კომპანია Saudi Air Navigation Services-ი სუსტი სქესის წარმომადგენლებს სამსახურში მას შემდეგ აიყვანს, რაც ისინი სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო აკადემიაში ერთწლიან სწავლებას გაივლიან.

კომპანიის განცხადების თანახმად, ეს ინიციატივა ეროვნული პროგრამის Vision 2030-ის ნაწილს წარმოადგენს. პროგრამის მიზანს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ნავთობის ინდუსტრიაზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება და სამუშაო ადგილების გაზრდა წარმოადგენს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე