ქარიშხალი „მარია“ საფრთხის მეორე კატეგორიამდე გაძლიერდა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 18.09.2017
ნანახია: 1562

ატლანტის ოკეანეში ქარიშხალ „მარიას“ საფრთხის კატეგორია ხუთბალიანი შკალის მიხედვით მეორე დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ აშშ-ის ქარიშხლების საფრთხის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. მეტეოროლოგიური სამსახურების მონაცემებით, ქარიშხალი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საათში 19 კმ-ის სიჩქარით მოძრაობს. ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 177 კმ-ს შედგენს.

ღამით ტროპიკული შტორმი „მარია“, რომელიც გასულ უქმეებზე ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბდა, გაძლიერდა და ქარიშხლად გადაიქცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე