ნიგერიაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 18.09.2017
ნანახია: 1065

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით აფეთქებების შედეგად. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, თავი ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა. ინციდენტი გადაადგილებულ პირთა ერთ-ერთი ბანაკის სიახლოვეს მოხდა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, პირველი ორი აფეთქება სოფელ მაშალარში მოხდა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 43 დაიჭრა. რამდენიმე წუთის შემდეგ თავი კიდევ ერთმა თვითმკვლელმა ქალმაც აიფეთქა, თუმცა შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

ნიგერიაში  მოქმედებს რადიკალური ისლამური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. მისი მებრძოლები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ გამოდიან. ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტების უმეტესობის უკან სწორედ ამ დაჯგუფების მებრძოლები დგანან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე