დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დღეს უნდა გამოცხადდეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 18.09.2017
ნანახია: 1032

ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე მივა დღეს მიხეილ საასკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სამი მუხლით ედავება.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საყვარელიძისთვის ლვოვიდან გაუსვლელობის ვალდებულებას ითხოვდა, მოსამართლეს თავდებობის შუამდგომლობით რადას დეპუტატებმა მიმართეს, საბოლოოდ სასამართლომ მიხიელ სააკაშვილის თანაგუნდელი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძლედება. დავით საყვარელიძეს პროკურატურა საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე