8 დაღუპული, 67 დაშავებული - ქარიშხალი რუმინეთში

საქართველო, თბილისი - 10:15 | 18.09.2017
ნანახია: 1224

დასავლეთ რუმინეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და 67 - დაშავდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ტიმისოარაში იყო, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა და სახურავები დაანგრია.

მოსახლეობის ნაწილს წყლის და ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა.

ქალაქის მერის ნიკოლაი რობუს თქმით, ქარიშხლის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან სინოპტიკოსები მხოლოდ წვიმას პროგნოზირებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე