აშშ-მ შესაძლოა კუბაში საელჩო დახუროს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 18.09.2017
ნანახია: 1028

შეერთებული შტატები კუბაში საელჩოს დახურვას არ გამორიცხავს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ჰავანაში მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლები ე.წ. ,,აკუსტიკური თავდასხმის" სამიზნეები გახდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განმარტებით, საქმე მეტისმეტად სერიოზულია, რადგანაც ინციდენტის დროს საელჩოს თანამშრომლები დაშავდნენ.

აკუსტიკური იერიშის შესახებ კუბაში მომუშავე ხუთმა დიპლომატმა ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე განაცხადა.

მიმდინარე წლის ზაფხულის მიწურულს კი ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული ამერიკელი დიპლომატების რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

ჰავანაში ბრალდებას კატეგორიულად  უარყოფენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე