სააკაშვილს არ დაპატიმრებენ და არც მისი ექსტრადიცია მოხდება - იური ლუცენკო

საქართველო, თბილისი - 12:34 | 17.09.2017
ნანახია: 1633

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გარღვევისთვის, არ დაპატიმრებენ და არც ექსტრადიცია მოხდება, - ამის შესახებ BBC წერს.

,,მე, როგორც გენერალური პროკურორი, ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ამ საქმეზე არ იქნება დაპატიმრებული, არ შეიძლება სააკაშვილის ექსტრადიცია ამ ქვეყნიდან, სანამ მას აქვს საცხოვრებელი ნებართვა, ან კიდევ ერთი საბუთი, რომელიც მან წარადგინა", - განაცხადა ლუცენკომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც კიევში მიმდინარეობდა.

ლუცენკოს თქმით, თუ სააკაშვილს სურს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მან უნდა მიმართოს სასამართლოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე