სააკაშვილი კიევში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 17.09.2017
ნანახია: 1357

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად 17 ოქტომბერს, კიევში აქციის გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. 

,,ჩვენ გადავწყვიტეთ 17 ოქტომბერს, კიევში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას შევუერთდეთ სამი მოთხოვნით: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. დანარჩენ მოთხოვნებს კი ჩვენ შევკრებთ მთელი უკრაინის მასშტაბით, 17 ოქტომბრამდე”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერსაც გეგმავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე