ოჯახის წევრებმა 15 წლის გოგონა და მისი 17 წლის შეყვარებული ელექტროშოკით მოკლეს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 15.09.2017
ნანახია: 1893

პაკისტანის ქალაქ კარაჩში შეყვარებული წყვილი, რომელიც გაქცევას და ფარულად დაქორწინებას აპირებდა, ოჯახებმა ელექტროშოკით მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყვილის ნათესავებმა ჯერ 15 წლის ბაკჰტ ჯანი, მეორე დღეს კი მისი 17 წლის შეყვარებული ელექტროშოკით მოკლეს. გამოძიების თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან როგორც მოზარდების ოჯახის წევრები (მამები და ბიძები), ასევე ადგილობრივი საბჭოს 30-მდე წარმომადგენელი. ეჭვმიტანილი ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან, საბჭოს წევრები კი გამოძიებას ემალებიან.

2016 წელს პაკისტანში მიიღეს კანონი, რომელიც ,,ღირსებისთვის მკლელობას" სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე