ქაბულის სტადიონზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 16:24 | 15.09.2017
ნანახია: 1093

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სტადიონის შესასვლელთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მებრძოლების სამიზნეს ავღანეთის დაზვერვის თანამშროლები წარმოადგენდნენ.

ქაბულის სტადიონზე აფეთქება ორი დღის წინ, მატჩის დროს მოხდა. დაიღუპა უსაფრთხოების ძალების ორი თანამშრომელი. ფეხბურთელებს შორის არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე