ბრაზილიის პრეზიდენტს პროკურატურამ ახალი ბრალდებები წაუყენა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 15.09.2017
ნანახია: 1099

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა როდრიგუ ჟანოტმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტს მიშელ ტემერს წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებული ახალი ბრალდებები წაუყენა.

ჟანოტის განცხადების თანახმად, ტემერი დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, ის ასევე დამნაშავეა კორუფციასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში. ბრაზილიის ლიდერის მიმართ სულ წამოყენებულია ექვსი ბრალდება.

ივნისში ბრაზილიის პროკურატურამ კორუფციაში ტემერი უკვე დაადანაშულა. ჟანოტის მონაცემებით, პრეზიდენტმა მსხვილი ხორცის გადამამუშავებელი საწამოს ხელმძღვანელობისგან ქრთამი აიღო.

ბრაზილიის გენერალური პროკურატურის ბრალდებები ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით უმაღლეს სასამართლოს გადაეცა. თუმცა კონგრესის ქვედა პალატის დეპუტატებმა სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყება დაბლოკეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე