პროფკავშირის იმიჯს ლახავს პეტრიაშვილი - დავით ოქიტაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 15.09.2017
ნანახია: 1643

,,იყო ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირის გაერთიანებაში, ეს არის სირცხვილი", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, არსად აპირებს წასვლას, რადგან ეს ირაკლი პეტრიაშვილისთვის კომფორტი იქნება.

,,ირაკლი პეტრიაშვილი არის აგონიაში. იყო ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირის გაერთიანებაში, ეს არის სირცხვილი. აქედან გამომდინარე, ირაკლი პეტრიაშვლისთვის, ჩემი პროფკავშირიდან წასვლა არის კომფორტი და მე მას ვპირდები, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მე მოვიწვევ რამდენიმე ხანში ყრილობას და დავაყენებთ ერთ საკითხს, რომ ჩვენ დავტოვოთ პროტესტის ნიშნად პეტრიაშვილის გაერთიანება. პროფკავშირის იმიჯს ლახავს პეტრიაშვილი,“ - განაცხადა ოქიტაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე