მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა მოკვდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 15.09.2017
ნანახია: 1692

ბრიტანეთის ქალაქ ნიუკალს-აპონ-თაინში 32 წლის კატა ნათმეგი მოკვდა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ კატად იყო აღიარებული. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

კატის პატრონებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

1990 წელს ლიზ და იენ ფინლეიბმა თავიანთი სახლის ბაღში იპოვეს უსახლკარო კატა.

სპეციალისტების შეფასებით, ცხოველი ხუთი წლის იყო. ფინლეიბმა კატა შეიფარეს და ის მას შემდეგ მათ სახლში ცხოვრობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე