ლონდონის მეტროში აფეთქებას ტერაქტად განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 14:14 | 15.09.2017
ნანახია: 1177

ლონდონის მეტროს Parsons-ის სადგურზე მომხდარ ინციდენტს სკოტლანდ-იარდი ტერაქტად განიხილავს. მომხდარს კონტრტერორისტული ქვეგანყოფილება გამოიძიებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ მას ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტად განვიხილავთ. გამოძიება თავის თავზე კონტრტერორისტული ქვეგანყოფილება აიღებს“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

ლონდონის დასავლეთით მეტროსადგურზე აფეთქება პიკის საათში მოხდა. Parsons Green-ი საშუალო ფენის წარმომადგენლებით არის დასახლებული,. აქ ბევრი უცხოელი, სტუდენტი და არამდიდარი ბრიტანელი ცხოვრობს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე