შსს-მ ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 11.11.2015
ნანახია: 1782

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არიფ ა. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები ტელმან ხ-ის სახლზე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმა, რაც ვერ განახორციელა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არიფ ა. სოფელ ჯანდარაში, ტელმან ხ-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის დაგეგმილი დანაშაულის განხორციელებას აპირებდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანა, ელექტროშოკი და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე