პოლონეთში მატარებელი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 16:11 | 14.09.2017
ნანახია: 1218

პოლონეთში პოლიციამ 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სატვირთო მატარებელი გაიტაცა.

ინციდენტი ხოტომოვის რკინიგზის სადგურზე მოხდა, საიდანაც 23 ვაგონი გაუჩინარდა.

გამტაცებელმა მემანქანე მატარებლიდან იარაღის მუქარით ჩამოსვა. სამართალდამცველებმა ის ლეგიონოვოს სადგურში აიყვანეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე