რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 14.09.2017
ნანახია: 1105

რუსული საინფორმაცია სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი გარდაცვლილი იპოვეს. 

33 წლის იური ნიკიფოროვის ცხედარი მისმა მეუღლემ მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში იპოვა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადასვენებული.

მედიაში გარდაცვალების რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის საუბარია თვითმკვლელობაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე