თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 14.09.2017
ნანახია: 1715

დიდ შესვენებებას ვაბრუნებთ იმიტომ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება წყნარად მიირთვან  ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები, - აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

,,ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე",- განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. საპილოტე პროექტის ფარგლებში ვაშლები თბილისის მხოლოდ 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე