ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ნავის გადაბრუნების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 14.09.2017
ნანახია: 1107

ინდოეთში მდინარე იამუნზე ნავის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

ტრაგიკულ ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ.

ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ მგზავრების სიმრავლე გახდა.

ინციდენტისას ნავში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე