თეთრი სახლის კომუნიკაციების უფროსად ყოფილი მოდელი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 14.09.2017
ნანახია: 1358

ყოფილმა მოდელმა ჰოუპ ჰიკსმა თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

29 წლის ჰიკსი თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის, ენტონი სკარამუჩის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მის მოვალეობას დროებით ასრულებდა.

ახლა კი პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა.

დიდი ხნის განმავლობაში ჰიკსი ივანკა ტრამპის კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობდა. სამოდელო კარიერა მან 11 წლის ასაკში დაიწყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე