რუსეთში 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 14.09.2017
ნანახია: 953

ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსეთში ანონიმური ზარების გამო 130 ათასზე მეტი ადამიანის ევკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

მხოლოდ მოსკოვში ცრუ განგაშის გამო მასობრივი თავშეყრის ადგილები 40 ათასამდე ადამიანს დაატოვებინეს. ყველა მითითებული ადგილი სამართალდამცველებმა შეამოწმეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერსად აღმოაჩინეს.

რუსული მხარე არ გამორიცხავს, რომ ანონიმური ზარები უკრაინის ტერიტორიიდან ხორციელდება, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე