Turkish Airlines-ის ოფისზე თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 13.09.2017
ნანახია: 1024

ათენში Turkish Airlines-ის ოფისზე თავდასხმა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, უცნობი ადამიანების ჯგუფმა ავიაკომპანიის ოფისში შეიჭრა სცადა და მინის კარი შეამტვრია, თუმცა ოფისში მოხვედრა ვერ მოახერხა.  

Turkish Airlines-ის ოფისზე თავდასხმა დილით, არასამუშაო საათებში მოხდა, მაშინ როდესაც ოფისში არავინ იმყოფებოდა. ავიაკომპანიამ მხოლოდ მატერიალური ზიანი მიიღო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ანარქისტებისჯგუფმა

"Ruvikonas»-მა აიღო, რომელმაც ცოტახნის უკან ათენში თურქეთის საელჩოს შენობაზე თავდასხმა განახორციელა და შენობას საღებავები დაუშინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე