მსოფლიო ვარსკვლავებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 14 მლნ დოლარი შეაგროვეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 13.09.2017
ნანახია: 1043

ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა ერთსაათიანი ტელემარათონის საშუალებით ქარიშხალ ,,ირმასა'' და ,,ჰარვისგან'' დაზარალებულებს 14 მილიონი დოლარი შეუგროვეს.

მარათონს პირდაპირ ეთერში ცნობილი წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიები გადასცემდნენ.

მასში მონაწილეობა მიიღეს ლეონარდო დი კაპრიომ, ჯულია რობერტსმა, ელენ დეჯენერისმა, ბიონსემ და სხვა ცნობილმა სახეებმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე