რუსეთში 45 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 13.09.2017
ნანახია: 1015

რუსეთის 22 დასახლებული რაიონი ანონიმურმა სატელეფონო ზარებმა მოიცვა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

ცრუ განგაშის გამო შენობებიდან 45 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი პოლიციის განყობილებებში შენობებში ბომბების არსებობის შესახებ შეტყობინებები შევიდა.

ვერცერთ მითითებულ ადგილას სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე