ირაკლი ღარიბაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი სამუშაო სადილზე განაგრძეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 10.11.2015
ნანახია: 1913

ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სამუშაო სადილზე განაგრძეს.

საქართველოს მთავრობის მეთაური და  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ფედერიკა მოგერინის თბილისის ხედები დაათვალიერებინა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისის სილამაზესა და მის კოლორიტულობას.

სამუშაო სადილს საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე