სააკაშვილის დაკავების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს - არტემ შევჩენკო

საქართველო, თბილისი - 18:18 | 12.09.2017
ნანახია: 1677

მართალია ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, ამის მიუხედავად, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს, ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა არტემ შევჩენკომ განაცხადა. 

არტემ შევჩენკოს თქმით, თუ გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებისთვის აუცილებელი სამართალდარღვევა დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებებიც იქნება, სააკაშვილს დააპატიმრებენ.

ინფორმაციას გამოცემა УНИАН-ი ავრცელებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე