„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში ახალი საიტი ამუშავდა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 12.09.2017
ნანახია: 1434

„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში ახალი საიტი ამუშავდა. საიტის მიზანი რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. 

„დღეს ჩვენ ახალ საიტს ვუშვებთ, www.euvsdisinfo.eu. ეს იქნება ერთიანი წყარო, რომელიც მიმართულია კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

საინფორმაციო პორტალი  ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის მიერაა შექმნილი. ის ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე იმუშავებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე