ჩემი პასპორტი პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 12.09.2017
ნანახია: 1393

დოკუმენტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი პრეზიდენტს აქვს კაბინეტში, ამის შესახებ საქართველოსყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

,,მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ პასპორტი, რომელიც მომპარეს, ჩემს მიერ სანდო ინფორმირებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია. მას პასპორტი დილით მიუტანეს, როდესაც ის, ჩვენი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სამსახურში მივიდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად მაქვს,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე