კატალონიაში რეფერენდუმის მხარდამჭერი მსვლელობები იწყება

საქართველო, თბილისი - 17:20 | 11.09.2017
ნანახია: 1179

ბარსელონაში დღეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასობით ათასი კატალონიელი მიიღებს.

დაპირისპირება მადრიდსა და ბარსელონას შორის ბოლოს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ გაამწვავა, რომლითაც დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი დაიბლოკა.

მთავრობის აზრით, რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პლებისციტის ჩატარება კატალონიაში 1 ოქტომბერს იგეგმება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე