ოპოზიცია მოქმედებების საერთო გეგმაზე მუშაობს - იულია ტიმოშენკო

საქართველო, თბილისი - 16:14 | 11.09.2017
ნანახია: 1208

,,ოპოზიცია მოქმედებების საერთო გეგმაზე მუშაობს", - ამის შესახებ პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ლვოვში ჟურნალისტებთან განუცხადა.

ტიმოშენკოს თქმით, სამოქმედო გეგმა შესაძლოა, ხვალ, 12 სექტემბერს გამოქვეყნდეს.

„დემოკრატიულმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს კონსულტაციები ერთობლივი ქმედებების გეგმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა მზად იქნება ამ გეგმის გასაჯაროებისთვის, ამას გააკეთებს“, - განაცხადა ტიმოშენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე