პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ზედმეტი კომენტარების გაკეთება არარელევანტურია - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო, თბილისი - 16:08 | 11.09.2017
ნანახია: 1543

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებას ზედმეტად მიიჩნევს.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, აღნიშნული პროცესი უკრაინის შიდაპოლიტიკური თემაა. 

„ეს პროცესი, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, მეზობელი ქვეყნის უკრაინის შიდაპოლიტიკური თემა, შიდაპოლიტიკური საკითხი. ამიტომ, ჩვენგან ზედმეტი კომენტარების გაკეთება არ არის რელევანტური. პროცესი როგორ განვითარდება, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე