სააკაშვილი იმავე შემართებით საქართველოშიც შეიჭრება - პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 14:58 | 11.09.2017
ნანახია: 2023

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გუშინ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, იმავე შემართებით სამშობლოში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილმა კვირას საღამოს მომხრეებისა და რადას დეპუტატების დახმარებით მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონი გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ამგვარ ქმედებას უკანონო უწოდა. ინციდენტს ეროვნულ პოლიციასთან ერთად სამხედრო პროკურატურა გამოიძიებს.

 „ახლა ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სამართალდამცველების საქმეა და მათ მოქმედებები დაიწყეს. დავუტოვოთ პოლიტიკა პოლიტიკოსებს, დანაშაული - სამართლადამცველებს, პროკურატურასა და სასამართლოს... ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი უახლოეს მომავალში იმავე შემართებით, როგორც უკრაინაში, საქართველოშიც შეიჭრება“, - აღნიშნა პოროშენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე