,,სულელები საზღვრებს გარეშე" - სააკაშვილის დასახვედრად მისული შიშველი აქტივისტი დააკავეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:36 | 10.09.2017
ნანახია: 1361

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნტქთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ელოდებიან, Femen-ის აქტივისტი შიშველი მივიდა, ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс-Украина ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალმდაცველებმა აქტივისტი დააკავეს. მას ერთ ხელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ხოლო მეორეში - მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ეჭირა, ხოლო შიშველ მკერდზე ინგლისურად ჰქონდა დაწერილი: ,,სულელები საზღვრებს გარეშე".

შეგახსენებთ, რომ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეზე უკვე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე