იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 10.09.2017
ნანახია: 1268

პოლონეთში, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, უკრაინული პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო ჩავიდა.

„აქ ვიმყოფებით, რადგან, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა, ამით დავიცვათ საკუთარი უფლებები, დემოკრატია და კონსტიტუცია, მათ შორის ფასეულობები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მნიშნელოვანია. აუცილებელია ყველანი გავერთიანდეთ, ევროპული-დემოკრატიული ძალის წარმომადგენლები და შევაჩეროთ ახალი, კორუმპირებული დიქტატურის მშენებლობა უკრაინაში,“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე