სააკაშვილს პასპორტს ჩამოართმევენ - რა დავალება მიიღო უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 10.09.2017
ნანახია: 1184

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სერვიატუკის განცხადება ტელეკომპანია 24tv-მა გაავრცელა.  

„სააკაშვილს რამდენიმე უკრაინული პასპორტი აქვს, ერთი შიდა და ორი უცხოური. ამიტომ ეს პასპორტები გაუქმებულია. სასაზღვრო სამსახურმა მიიღო დავალება, მას ეს პასპორტები ჩამოართვას“, - განაცხადა სერვიატუკმა.

დღეს  მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ის ქვეყანაში კოროჩევა - კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან შევა.  ექსპრეზიდენტს საზღვრის ერთი მხრიდან შვილი და ჟურნალისტები მოჰყვებიან. თბილისის დროით მიხეილ სააკაშვილი საზღვარს 4 საათზე გადალახავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე