მედიამ 200 სირიელი ბავშვის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, მისი ნამდვილობა დგინდება

საქართველო, თბილისი - 14:34 | 10.11.2015
ნანახია: 1747

ბრიტანულმა მედიამ შოკისმომგვრელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ტერორისტების მიერ 200 სირიელი ბავშვის სიკვდილით დასჯის კადრები. მედიის ინფორმაციით, ბავშვები სავარაუდოდ დატყვევებული ჰყავდათ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს. კადრებში ჩანს მიწაზე როგორ აწვენენ პირქვე ხელებშეკრულ ბავშვებს, რომლებსაც შემდეგ ცეცხლს უხსნიან.

როგორც გამოცემა Mirror Online წერს, რედაქციაში ვიდეო იემენიდან ”ისლამური სახელმწიფოს” მოწინააღმდგემ მიაწოდა.

ამ დროისათვის ვიდეორგოლის ნამდვილობა დგინდება.

ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურ სახელმწიფოს” ეკისრება, რადგან მანადმეც მებრძოლები არაერთხელ აქვეყნებდნენ სიკვდილით დასჯის ამსახველ მსგავს შემზარავ ვიდეოებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე