რუსულ ავიაიერიშს ,,ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ,,ომის მინისტრი" ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 08.09.2017
ნანახია: 1219

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგფების ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. ე.წ. „ომის მინისტრი“ გულმუროდ ხალიმოვი რუსული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა.

ავიადარტყმა დეირ-ეზ-ზორის რაიონში ისლამისტთა სამეთაურო პუნქტზე განხორციელდა.

ხალიმოვთან ერთად მისი სამი თანამებრძოლიც დაიღუპა. მათ შორისაა დეირ-ეზ-ზორის ამირი აბუ მუჰამედ აშ-შიმალიც, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე