ამერიკის ექსპრეზიდენტებმა სტიქიით დაზარალებულთა ფონდი შექმნეს

საქართველო, თბილისი - 11:06 | 08.09.2017
ნანახია: 1126

„ერთიანი ამერიკული მოწოდება“- ასე ქვია ახლად შექმნილ ფონდს, რომლის მიზანიც ქარიშხალ „ირმასა“ და „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა.

ფონდის შექმნის ინიციატორები  შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი, ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი არიან. ფონდთან თანამშრომლობის მსურველებს მათ სპეციალური ვიდეო რგოლით მიმართეს.

ინიციატივას თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა დონალდ ტრამპმაც დაუჭირა მხარი. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე